Friday, May 14, 2010
პროექტი
1. მთავარი იდეა - ლონდონის ღირშესანიშნავი ადგილების გაცნობა
2. მნიშვნელობა და აქტუალობა - მოსწავლეები გაეცნობიან ბრიტანეთის დედაქალაქს, მის ისტორიულ ძეგლებს, კულტურას, თანამედროვე ლონდონს, არქიტექტურას და ამ თემებთან დაკავშირებით მოიძიებენ შესაბამის მასალას ინტერნეტიდან და მოამზადებენ ინგლისურ ენაზე.
3. მიზნები და შედეგები - მოსწავლეებს გავაცნო იმ ენის ქვეყნის დედაქალაქი, რომელსაც ისინი სწავლობენ, შესაბამისად ქვეყნის ისტორიაც, ლონდონი ხომ დიდი ისტორიის მქონე ქალაქია, ლამაზი და საინტერესო, თავისი დამახასიათებელი ნიშან-
თვისებებით, მოსწავლეები წინასწარ ნასწავლი ლექსიკური მასალისა და მათ მიერ მოძიებული მასალის გამოყენებით წარმოადგენენ ბრიტანეთის ამ უმშვენიერეს ქალაქს. მეტი ინფორმაციის მისაღებად მოვიწვევთ უცხოელებს ან ვეწვევით ბრიტანეთის საელჩოს.
4.შეფასების საგანი - შეფასება მოხდება წარმოდგენილი მასალის, ლექსიკური ცოდნისა და მეტყველების დონის მიხედვით.
5. რა წინასწარ მასალას ფლობენ მოსწავლეები - მათ აქვთ ინფორმაცია ლონდონის შესახებ, ფლობენ ინტერნეტში მოძიებულ და ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან მიღებულ უფრო კონკრეტულ ინფორმაციას
6 .სასწავლო პროცესის მსვლელობა - კლასი იყოფა ჯგუფებად,თითოეული ჯგუფი წარმოადგენს მათ მიერ მომზადებულ თემას ლონდონის ღირშესანიშნაობების შესახებ (თითოეული ჯგუფი მინიმუმ ორ ადგილს). კლასიდან აირჩევენ ერთ მოსწავლეს, რომელიც გააკეთებს პრეზენტაციას. პრეზენტატორმა უნდა ისაუბროს ამა თუ იმ შენობის ან ადგილის ისტორიისა და დღეს მისი მნიშვნელობის შესახებ. ჯგუფის წევრებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაციით გაამდიდრონ პრეზენტაცია. შეფასება მოხდება ჯგუფების მიხედვით.
მათ მიერ წარმოდგენილ მასალას (ტექსტურს და ვიზუალურს) ვაქვეყნებთ ინტერნეტში.
7. მოსწავლეთა ასაკი - 14-15 წელი (მე-9 კლასი)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment